უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პრემიერ კვირიკაშვილთან  შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ჯეიმს მატისს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გასული წელი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.

რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა დახურულ შეხვედრაზე – მიუნხენში გურამ როგავა მუშაობს