უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში

საქართველოში მყოფი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ნატოს პოლიტიკით უკმაყოფილოა.

გერმანელი დიპლომატი ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო მკაფიო გზავნილი სჭირდება ალიანსიდან. ორგანიზაციში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად დიპლომატი ქართულ მხარესთან ერთად ერთობლივი გზამკვლევის შემუშავების ინიციატივით გამოდის. რეზონანსული განცხადება ბათუმში მიმდინარე თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთდა.