უსაფრთხოების კონფერენცია

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, რომელიც ფონდის დაარსების 20 წლისა და მისი დამფუძნებლის – ალექსანდრე რონდელის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. მონაწილეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. კონფერენციაზე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მათი მოგვარების გზები განიხილეს.