უსაფრთხოების ღონისძიებები საკურორტო ზონებში

12:23, 05.07.2026

კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა. მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტურისტულ ზონებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ 112-ს.

მსგავსი