საქართველოში სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მფლობელების უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. 2025 წლიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვებისთვის, უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, ინფრასტრუქტურის მენეჯერებს კი – სარკინიგზო უსაფრთხოების ავტორიზაციის ფლობის ვალდებულება წარმოეშვათ. უსაფრთხოების სერტიფიკატს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. ამ დროისთვის, შეფასდა 137 ობიექტი, უკვე გაიცა 28 ავტორიზაცია, 72 კი – გაცემის ბოლო ეტაპზეა. უსაფრთხოების ავტორიზაციის პროცესით სრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმის პირველი ფაზა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს.