უსაფრთხოების ავტორიზაცია

ეკონომიკის სამინისტროს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ, ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა.

ავტორიზაცია გადაეცა კომპანია „თბილისი დრაი პორტს“, რომელიც მისასვლელი ლიანდაგით სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში საქმიანობას მაისიდან დაიწყებს. მისასვლელი ლიანდაგის მფლობელებისთვის, უსაფრთხოების ავტორიზაციის მისაღებად, განცხადების წარდგენა სავალდებულოა პირველ მაისამდე. სარკინიგზო უსაფრთხოების წესის თანახმად, 2025 წლის პირველი იანვრიდან სარკინიგზო საწარმოები, ინფრასტრუქტურის მენეჯერები, მათ შორის მისასვლელი ლიანდაგის მფლობელები, უსაფრთხოების ავტორიზაციას უნდა ფლობდნენ.