უსაფრთხოება სკოლებში

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებში პარლამენტში განათლების კომიტეტზე მსჯელობენ.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უწყებათაშორისმა ჯგუფმა წარადგინა. ცვლილებების მიხედვით იგეგემება მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც თავის მხრივ სკოლებში მანდატურების უფლემამოსილების გაზრდას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით მანდატურს უფლება ექნება მოსწავლე გონივრული ვადით შეაყოვნოს და საჭიროების შემთხვევაში ის ზედაპირულად დაათვალიეროს, ასევე  მანდატურებს ვალდებულება ექნებათ კანონდარღვევის შემთხვევაში ფაქტის შესახებ ინფორმაცია  სამართალდამცველებს მიაწოდონ.

პროექტის მიხედვით სავალდებულო ხდება სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების განთავსებაც.