უსაფრთხო სკოლის კონცეფცია  

ძალადობრივი ფაქტების პრევენციისთვის სკოლებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

ხანგრძლივი კონსულტაციების და მუშაობის შემდეგ მზად არის პროექტი, რომელიც მანდატურის ფუნქციების ზრდას და სასწავლო პროცესში ფსიქოლოგიური ცენტრების ჩართულობას ითვალისწინებს. მანდატურები ვალდებულები ხდებიან, მაქსიმალურად გააკონტროლონ მოსწავლეებს შორის ურთიერთობა და შესაძლო კონფლიქტების პრევენცია მოახდინონ, საეჭვო გარემოებების დროს კი, პროცესში უკვე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან.