„უსაფრთხო სისხლის“ რეფორმა

საქართველოში უსაფრთხო სისხლის რეფორმა დაიწყება. ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მუშაობა მიდის ახალ კანონპროექტზე, რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ასევე ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სპეციალური ორგანო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღებით საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.

დატოვე კომენტარი