„უსაფრთხო სათამაშოები საბავშვო ბაღებში“- თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

12:20, 18.05.2026

„უსაფრთხო სათამაშოები საბავშვო ბაღებში“ – ამ თემაზე, ზედამხედველობის სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეობა თბილისის 190 ბაღის წარმომადგენლებმა მიიღეს. მიზანი სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მონაწილეები გაეცნენ უსაფრთხო სათამაშოების შერჩევისა და შესყიდვის პროცესში აუცილებელ მოთხოვნებს, ასევე საფრთხის შემცველი პროდუქტის გამოვლენისა და შეტყობინების მექანიზმებს.

მსგავსი