უსაფრთხო დერეფნები მარცვლეულისთვის

უკრაინა პუტინისგან უსაფრთხო დერეფნების შექმნის დაპირებას არ უნდა ენდოს – ასეთია გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიცია. მისი განცხადებით, ვიდრე პუტინს დაბლოკილი აქვს საზღვაო გზა, მარცვლეულის გასატანად ისეთი ალტერნატიული გზები უნდა იყოს გამოყენებული, როგორიც საავტომობილო გზა, რკინიგზა და მდინარე დუნაია. მინისტრის თქმით, უკრაინული ხორბლის ქვეყნიდან გატანის მიზნით, გერმანია ახალ სახსრებს გამოყოფს.