ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსისკო ბუსტილიო ბონასოს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და ყურადღება ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკასთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.