ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების სფეროში
განათლების სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გივი მიქანაძემ და მისმა სლოვაკმა კოლეგამ, ტომაშ დრაკერმა მოაწერეს. მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.