ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2025 წელს სკოლამ შეიმუშავა 80-საათიანი ქართული ენის კურსი – „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის“. ღონისძიების ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულებისთვის 38 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა. პროგრამის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე 3000-მდე წვევამდელია გადამზადებული.