ურთიერთობის სამკუთხედი

მტრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე –  ბოლო პერიოდში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის შეხვედრების ინტენსივობას თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა. 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ გაწყვეტილი ეკონომიკური, სავაჭრო, ტურისტული, ენერგეტიკული, სამხედრო ურთიერთობები დღეს უკვე  აღგენილია, ძველი წყენა კი – დავიწყებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში,  რაც უფრო მეტად ვითარდებოდა ანკარის  კავშირები მოსკოვთან, მით უფრო მწვავდებოდა ნატო-ს წევრი თურქეთის დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ.

რუსეთის, თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობების სამკუთხედი – ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში.