ურთიერთობა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის

ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უშედეგოდ დასრულებული სამიტის შემდეგ ფხენიანს და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები შესაძლოა დაიძაბოს.

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრებმა სატელიტური სურათები გამოაქვეყნეს, სადაც ჩრდილოეთ კორეის სატელიტური რაკეტების გამშვებ ობიექტზე განახლებული სამუშაოებია აღბეჭდილი.

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრის შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეა მითითებული ობიექტის დაშლას დათანხმდა.

ვაშინგტონში სანქციების გამკაცრებაზე დაიწყეს ფიქრი.