ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკასა და ირანს შორის

ნაბიჯი მშვიდობისკენ – ამერიკის შეერთებული შტატებსა და ირანს შორის მედიატორი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუწყება, რომ მხარეები ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს უახლოეს 24 საათში ელექტრონულად მოაწერენ, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მოჰყვება. ირანში ადასტურებენ, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა, ეს ხვალ ნამდვილად არ მოხდება. წყაროების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიცავს მოწოდებებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანულ პორტებში ამერიკული ბლოკადის მოხსნისკენ. ასევე, ვაშინგტონმა სანქციები უნდა მოხსნას ირანულ აქტივებს და ნავთობის ემბარგოს. მშვიდობის კონტურები რომ რეალურია, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს.

ცნობილი გახდა, რომ 28 თებერვალს ლიკვიდირებული ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4-დან 9 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მემორანდუმს ხელი მოეწერება ხვალ, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე.