ურთიერთგაგების მემორანდუმი
განათლების სამინისტროსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, ეროლ ოზვარმა. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე იმუშავებს.