ურთიერთბრალდებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე

21:27, 14.11.2018

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აკრიტიკებს. გიორგი ვაშაძის აზრით, სახელმწიფო პრევენციულ ზომებს არ იღებს და სხვადასხვა დაავადების საწყის ეტაპზევე მკურნალობას არ აფინანსებს.

პირველი არხის ეთერში გაკეთებული განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც გაიზიარეს.

ჯანდაცვის მინისტრმა პასუხად ოპონენტებს ბოლო წლებში გაზრდილი ბიუჯეტი შეახსენა, რომელიც სწორედ დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისთვისაა გათვალისწინებული.

მსგავსი