ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ალიანსში 

21:30, 24.04.2026

შექმნიდან თვენახევარში დაწყებული შიდა დაპირისპირება, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ოპოზიციურ ალიანსში ერთიანობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერის წერილები ერთობას მყიფეს ხდის, კრიტიკის და ბრალდებების პასუხად ალიანსის წევს პოლიტიკურ ძალებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა. ექს-პრეზიდენტისგან თავდასხმების მთავარი სამიზნე ამჯერად პარტია „ახალია“. ხელისუფლებასთან გარიგებაზე და საარჩევნო ერთობის ჩაშლაზე პირდაპირი განცხადებების გარდა სააკაშვილი ალიანსის სამოქმედო გეგმითა და ტაქტიკითაც უკმაყოფილოა. ყოფილი პრეზიდენტისთვის რეალობას აცდენილები არიან ალიანსის წევრები, რომლებიც ახლა 26 მაისის საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ლიდერის ამ უკმაყოფილებას მისი თანაპარტიელებიც ვერ მალავენ. ამ ფონზე ალიანსის დანარჩენი წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს სულ უფრო ხშირად ახსენებენ შეთანხმებას, რომელიც ერთმანეთზე თავდასხმებისგან თავშეკავებას გულისხმობს. გაფრთხილების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტი გაჩუმებას არ აპირებს.

მსგავსი