ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის სოციალურ ქსელებში დაპირისპირება მწვავდება. მას შემდეგ, რაც ანა წითლიძის გუშინდელ პოსტს ნიკა გვარამიამ დღეს უპასუხა, პასუხის პასუხი, თავად წითლიძემაც არ დააყოვნა და ოპონენტის გამოქვეყნებული მიმართვა გააკრიტიკა. ანა წითლიძე ყოფილ თანაპარტიელს სთხოვს, დაასახელოს ის კაცი, ვინც გილაურთან და ნახსენებ 40 მილიონთან მიიყვანა.
„გვარამიამ „თავის გამართლების სტატუსი“ დაწერა გილაურსა და 40 მილიონზე. მთელი სტრატეგია იმაზე ააგო, თურმე „გირჩები“ ბიძინას შეხვდნენ და იქ დაიგეგმა ეს კამპანია. არ გამოუვა ეგ ამბავი,“ – წერს ანა წითლიძე. მისი თქმით, ნიკა გვარამიამ ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა მასთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ ჩახსნა ის და ლევან ხაბეიშვილი ეთერებიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს გვარამიამ ანა წითლიძის საპასუხოდ დაწერა, რომ ამორალურია კამპანია 40 მილიონზე, რასაც ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „გირჩი“ კოორდინირებულად აწარმოებენ.