ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

12:10, 08.09.2026

ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთბრალდებები გრძელდება – ანა წითლიძის კრიტიკას რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გვარამია გამოეხმაურა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის თქმით, აღნიშნულ კამპანიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „გირჩთან“ ერთად კოორდინირებულად აწარმოებს და ეს ამორალურია. ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამ კამპანიაში აქტიური ჩართულობაც.

შეგახსენებთ, ანა წითლიძემ ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს გვარამიასთვის არ მცალია. ვიდრე მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა თავის მეორე „კარაქიან პურ ბიჭთან“ ერთად. ამხელა „მერაბ კოსტავას“ კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს – საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ. მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს“, – წერს ანა წითლიძე „ფეისბუქზე“. ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირებას ეხმაურებიან პოლიტიკოსები.

მსგავსი