ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში 

21:30, 10.09.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილებსა და დიდი ხნის წინ წასულებს შორის დაპირისპირება სულ ურო მწვავდება. თუ ამ დრომდე უთანხმოების მიზეზი ბრძოლის სტრატეგია და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები იყო, ახალი ბრალდებები კონკრეტული პირებისგან ფულის აღებას და მოქმედი ხელისუფლების მოკავშირეობას ეხება. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი ლიდერები იაგო ხვიჩიამ დააპირისპირა. თავისუფალი ხალხის პარტიის ლიდერმა ნიკა გვარამია, ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურისგან 40 მილიონის აღებასა და 2024 წლის არჩევნების წინ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებაში ამხილა. ხვიჩიას ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ მალევე გაიმეორეს და გვარამიას გილაურისგან მიღებულ დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებები სთხოვეს. ყოფილი თანაგუნდელებისა და ყოფილი „გირჩის“ ბრალდებებს არანაკლებ მწვავე რეაქცია მოჰყვა. ნიკა გვარამიამ იაგო ხვიჩიას მმართველი გუნდის აგენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კი „ურეპუტაციო ლიდერები“ უწოდა. ვიდრე ოპოზიციურ ფლანგზე ნამდვილ აგენტს გამოავლენენ, ხელისუფლება ოპონენტების რიგებში მიმდინარე პროცესს თვითწმენდად აცხადებს.

მსგავსი