ურთიერთბრალდებები გაერთიანებულ პროფკავშირებსა და „ლაბორს“ შორის

გაერთიანებულ პროფკავშირებსა და პროფკავშირ „ლაბორს“ შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. გაერთიანებულ პროფკავშირებში გაკეთებულ განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ინტერესზე.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. კერძოდ, სხდომაზე კომპანია „ევოლუშენის“ გაფიცვასთან დაკავშირებულ კითხვებზე პროფკავშირლაბორის“ თავმჯდომარეს, გიორგი დიასამიძეს უნდა ეპასუხა, გარეშე პირებს კი, როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში განმარტავენ, სხდომაზე დასწრების უფლება პროტოკოლით არ ჰქონდათ. ფაქტს გამოეხმაურა გიორგი დიასამიძეც, რომელიც აცხადებს, რომ პროფკავშირებში გამგეობის სხდომა კანონდარღვევით ჩატარდა.

შეგახსენებთ, პროფკავშირების გამგეობის სხდომაზე „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვის საკითხი განიხილებოდა, სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ „ლაბორის“ წევრები, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ და როგორც ისინი აცხადებენ, ამით დაირღვა სამართლიანი განხილვის პრინციპი. პროფკავშირების შენობასთან კი დაპირისპირებისას „ლაბორის“ წარმომადგენელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც „ლაბორში“ აცხადებენ, მოძალადეები გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაქირავებული წევრები იყვნენ. ფაქტს უარყოფენ გაერთიანებულ პროფკავშირებში და ამბობენ, რომ ხმაური პროფკავშირებში გიორგი დიასამიძის კონკრეტულ მიზნებს უკავშირდება.