ურსულა ფონ დერ ლაიენის პრესკონფერენცია
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეხედულებებში უთანხმოების მიუხედავად, შეერთებული შტატები ყოველთვის დარჩება ევროკავშირის მოკავშირედ. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა ასეთი უთანხმოებების გადასაწყვეტად საერთო გზები უნდა იპოვონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეობა ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს.