ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირიც. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ადამიანები ითხოვენ გამოხატვის, შეკრების, მოგზაურობის თავისუფლებას, და, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლად ცხოვრებას. შესაბამისად, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისია გმობს აქციების ძალადობრივ ჩახშობას, ირანის ხელისუფლებას კი ყველა დაპატიმრებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.