ევროკომისიის პრეზიდენტსა და უკრაინის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენ გვერდითაა. ჩვენ ვმუშაობთ ვარიანტებზე, რათა უზრუნველვყოთ საჭირო მუდმივი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის“, – წერს ფონ დერ ლაიენი. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს უკრაინის ევროინტეგრაციის პროგრესს შეაფასებენ.