ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში 4 პაციენტი მიიყვანეს.

ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანას დაეჯახა.