ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მცირე ზომის სატვირთო მანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი დიდი ზომის სატვირთო მანქანას დაეჯახა. დაშავებულია 3 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.