ურბანული სამიტი ბაქოში
ბაქოში მსოფლიო ურბანული სამიტი იმართება – ღონისძიება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. მონაწილეობს 180 ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები. რამდენიმე წუთში შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.
თამუნა წიკლაური ბაქოდან პირდაპირ ეთერში გვერთვება.