ურანის უკანონო შეძენა-გასაღების საქმე

ბირთვული მასალის შეძენის და გასაღების მცდელობა – ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ორი პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები დანაშაულს არ აღიარებენ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქისგან რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას სამ მილიონ დოლარად გეგმავდა. საუბარია ურანზე, რომელსაც გამოძიება ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად და ტერაქტის მოსაწყობად გამოსადეგად აცხადებს. გავრცელებულ ვიდეო მასალებში ჩანს ამოღებული საშიში ნივთიერებაც. გამოძიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ კონკრეტდება, რა მიზანი ჰქონდა გარიგებას და რისთვის აპირებდა ერთ-ერთი ბრალდებული რადიოაქტიური ნივთიერების შესყიდვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზე მიუთითებს.