ურანის გამდიდრების უფლება საუდის არაბეთისთვის

18:02, 19.07.2026

ვაშინგტონი მზად არის საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცეს იმ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციას ემსახურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შეთანხმება ტრამპის ხელმოწერას ელოდება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის დამტკიცებას აჭიანურებს, რადგან კონგრესში ორპარტიულ წინააღმდეგობას ვარაუდობს. წყაროების ცნობით, შეთანხმებაზე ტრამპის ხელმოწერის გადადებაში გარკვეული როლი ირანთან მიმდინარე ომმაც ითამაშა, რომელიც, ტრამპის განცხადებით, ნაწილობრივ იმის თავიდან ასაცილებლად დაიწყო, რომ თეირანს ურანის გამდიდრებული მარაგი ბირთვული იარაღის შესაქმნელად არ გამოეყენებინა. ექსპერტების შეფასებით, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეთანხმებამ, შესაძლოა, საუდის არაბეთს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცეს.

მსგავსი