„უნივერსიტეტის“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „უნივერსიტეტის“ მეხუთე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შემდგენელი და ტექსტის ავტორი ზურაბ გაიპარაშვილია. წიგნში მოთხრობილია კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია.

ალბომში მოკლედ არის გადმოცემული უნივერსიტეტის დაარსების, მისი პირველი პედაგოგებისა და იმ სამეცნიერო სკოლების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ალბომში გამოყენებული დოკუმენტური და ფოტომასალა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და სხვადასხვა კერძო კოლექციებშია დაცული.