უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. გამოიცვალა ასფალტის საფარი, განახლდა განათების სისტემა, შეიღება მოაჯირები. კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.

საფეხმავლო ხიდი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. დედაქალაქის ბიუჯეტს ხიდის რეაბილიტაცია 500 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.