უნივერსიტეტის კვირეული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის, სვიმონ კლდიაშვილის ალბომის პრეზენტაციით და გამოფენით გაიხსნა. ალბომში, რომელიც სვიმონ კლდიაშვილის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიბეჭდა, ხუროთმოძღვრის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და არქიტექტურული მემკვიდრეობაა შესული. უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნები და ფოტომასალაც გამოიფინა, რომელიც ხუროთმოძღვრის არქიტექტურულ ნამუშევრებს ასახავს.

დატოვე კომენტარი