წლების წინ გაუქმებული ვალდებულება ისევ ამოქმედდება.
უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის საფეხურზე ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება. 2005 წელს გაუქმებული საკანონმდებლო ჩანაწერი, სავარაუდოდ, მომდევნო სასწავლო სეზონიდან აღდგება. უკვე 20 წელია, უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივას პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ სტუდენტების მხრიდან მშობლიური ენის გამართულად ფლობა გამოწვევას წარმოადგენს. გაუქმებული ჩანაწერის აღდგენას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.