უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 12 -15 სექტემბერს სემინარების ციკლი გაიმართება. ღონისძიებები მიეძღვნება საერთაშორისო კვლევის საკითხებს, ასევე ამერიკულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის კვლევითი პრაქტიკის განვითარებისა და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებს.
პროგრამა არის საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების შესაძლებლობების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.