უნივერსიტეტების გაერთიანება – შეხვედრა განათლების სამინისტროში 

21:21, 06.02.2026

ორი უნივერსიტეტის გაერთიანების სადავო ინიციატივა – ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები განათლების მინისტრს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფება აკადემიური საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ავტონომიურობის დაკარგვის არგუმენტით უმაღლესი სასწავლებლების შერწყმის იდეას არ ეთანხმება. ისინი მინისტრისთვის ალტერნატიული წინადადებების შეთავაზებას და საკუთარი არგუმენტების გაცნობას აპირებენ. შეხვედრამდე ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. აკადემიური საბჭო შესაბამისი კვლევის და შინაარსობრივი განხილვის გარეშე რეორგანიზაციის გეგმას ეწინააღმდეგება და მთავრობას პროცესის შეჩერებას სთხოვს.

მსგავსი