უნიკალური ქართული ხელნაწერი ხელოვნების სასახლის არქივში

ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდს მეთვრამეტე საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი შეემატა.

„იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღვთისმშობლისანი“ – ხელოვნების სასახლისთვის, კულტურის სამინისტრომ კერძო პირისგან შეიძინა. ის გამორჩეული ისტორიული პირის, ნიკო დადიანის კუთვნილება იყო, რაც პირველ გვერდზე მინაწერით დასტურდება. „იამბიკონის“ თითქმის ყველა გვერდი სინგურით შესრულებული საზედაო ასოებიითა გაფორმებული, რაც წიგნს ქართული კალიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებულ ძეგლად წარმოაჩენს. იამბიკონის ბოლო გვერდი ისტორიული შინაარსის მინაწერებს ეკუთვნის და მასში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ქიქოძეც არის მოხსენიებული. ხელნაწერს პირველადი რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა. მისი შესწავლა და დამუშავება გრძელდება.