უნიკალური გამოცემები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძველესი გამოცემების იშვიათი ეგზემპლარები მიიღო.

ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაწერილი რამდენიმე წიგნი და მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურული ჟურნალის უნიკალური ეგზემპლარები ბიბლიოთეკას კერძო კოლექციონერმა გადასცა. გამოცემებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღადგენენ და მისი ციფრული ვერსიების მომზადებაც იგეგმება.