უნიკალური ფოტოკოლაჟი დაცული ტერიტორიებიდან

ზაფხულის განმავლობაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაცული ტერიტორიები, რომლებსაც ადგილობრივები და ტურისტები ხშირად სტუმრობენ. თუმცა, ფაქტობრივად შეუძლებელია იმ ეკოსისტემის სრულყოფილად ნახვა, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული ფოტო ხაფანგები აფიქსირებს. ნატა ტაბიძის რეპორტაჟში ნახავთ, როგორც ცხოვრობენ ბუნებრივ გარემოში შველი, ირემი, დათვი, ქურციკი და ტყის სხვა ბინადრები და რა როლი აკისრიათ ფოტოხაფანგებს სამართალდარღვევის გამოვლენაშიც.