უნიკალური აღმოჩენა ქუთაისში

უნიკალური აღმოჩენა ქუთაისში.

კლდიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მღვიმეს მიაკვლია. საუბარია 80 მეტრის სიგრძის ორ დარბაზზე.

ტერიტორია უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა. აწარმოეს გაზომვითი სამუშაოები და დაიწყეს შიდა სივრცის აღწერა.

მოპოვებული მასალები გეოგრაფიის ინსტიტუტს გადაეცემა, რის შემდეგაც გადაწყდება, გახდება ის ტურისტული ცენტრი თუ მისი კონსერვაცია მოხდება.