უნიფორმებით უზრუნველყოფის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც აუდიტის სამსახურში განმარტავენ, შემოწმებული უწყებებიდან უნიფორმებით სრულყოფილად მხოლოდ შსს არის უზრუნველყოფილი. მათივე მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკმარისად არ არის უზრუნველყოფილი სხვადასხვა დასახელების ფორმით; დაცვის პოლიციაში საორიენტაციო ნორმებთან შედარებით უნიფორმის ნაკლები ოდენობა გაიცემა; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფორმით უზრუნველყოფილია, გარდა ფეხსაცმლისა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო არ არის უზრუნველყოფილი ნორმით განსაზღვრული უნიფორმებით. ამასთან, აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში ხდება რესურსების არაპროდუქტიული გამოყენებაც და ნორმის განსაზღვრის ნაკლოვანებაც.