უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ბოლო შეხვედრები ირაკლი კობახიძემ უნგრეთს პრეზიდენტთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან გამართა. მანამდე კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგა. გაფორმდა შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურის და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. უპირობო მხარდაჭერა უნგრეთის მთავრობის მეთაურისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება – ასეთია ძირითადი გზავნილები.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვა #მოამბე