უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი იმყოფება. ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია ქვეყანაში კოვიდპანდემიის შემდეგ. პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგას და პრემიერს უკვე შეხვდა.

სტუმარს დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, რის შემდეგაც, ერთობლივი განცხადება გაკეთდა. ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გარდა, მხარეების განხილვის საგანი იყო საზღვრების გახსნა და „ვიზეარის“ საკითხი.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.