უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელს სურს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ გაგრძელდეს. პიტერ სიიარტომ ბრიუსელი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ევროპის ჩაბმას ცდილობს, რაც კაცობრიობას ბირთვული ესკალაციის ზღვარზე აყენებს. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიუსელი და კიევი მხარს უჭერენ უნგრეთის ოპოზიციურ პარტია „ტისას“. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს ურჩევნია, უნგრეთს ისეთი ხელმძღვანელობა ჰყავდეს, რომელიც მის დირექტივებს შეასრულებს.