უნგრეთის პრეზიდენტის მილოცვა მიხეილ ყაველაშვილს

უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „გიდასტურებთ, რომ უნგრეთი მზადაა როგორც ჩვენს ერებს შორის მეგობრული თანამშრომლობის ორმხრივად მომგებიანი განვითარებისთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების გაფართოებისთვის ახალ სფეროებში. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი ყველაზე მტკიცედ იცავს თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. გიდასტურებთ ჩემს გულწრფელ პატივისცემას“, – აღნიშნულია ტომაშ შუიოკის მისალოც წერილში.