უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი ბიუჯეტის დიდ ნაწილს, რომელსაც წევრი სახელმწიფოებისგან იღებს, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ხარჯავს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ეს ნგრევისკენ მიმავალი გზაა და ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული.
„ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20 პროცენტზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ, როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა!“ – წერს უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი.