უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის ვიზიტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებსა და მომავლის საერთო ხედვაზე.
აქცენტი გაკეთდა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე და აპრილში უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. უნგრეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.