უნგრეთის ელჩმა მხატვარ რუბენ ოგანესიანს ჯილდო გადასცა
გალერეა „იარტში,“ უნგრეთის ელჩმა პეტრა პონევაჩ-პანამ, მხატვარ რუბენ ოგანესიანს, უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის სახელობის ჯილდო გადასცა.
ჯილდოს ყოველწლიურად ხელოვნებისა და კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებს გადასცემენ, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელოვნების განვითარებაში. გასულ წლებში მიხაი ზიჩის ჯილდო 4 ქართველ მხატვარს გადაეცა. რუბენ ოგანესიანი, 12 წელი კრისტიან დიორის სახლთან თანამშრომლობდა, ასევე კარლ ლაგერფილდთან. მუშაობდა მაიკლ ჯექსონის ბოლო კონცერტის სასცენო ესკიზებზე. დაჯილდოების პარალელურად მოეწყო მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გალერეა „იარტში“ 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.